ლაბორატორია
24.06.2020
ლაბორატორია

„აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“-ს ლაბორატორია აღჭურვილია ახალი თაობის ანალიზატორებით. კვლევები სრულდება ხარისხის სტანდარტების სრული დაცვით ლაბორატორიის პროფესიონალთა გუნდის მიერ.

 

ლაბორატორია მუდმივად განახლების და სტანდარტიზაციის ეტაპზეა, ინერგება ახალი ტექნოლოგიები, რათა მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ როგორც პაციენტის, ასევე მკურნალი ექიმის მოთხოვნები.

 

ლაბორატორია ჩართულია გარე ხარისხის კონტროლის პროგრამებში სხვადასხვა მიმართულებით და თანამშრომლობს გერმანულ კომპანიასთან “ESfEQA” (European Society for external quality assessment), WHO და NCDC გარე ხარისხის კონტროლის პროგრამა, აგრეთვე, ღუდუშაურის კლინიკის ლაბორატორია ერთ-ერთია საქართველოდან, რომელიც კონკურსის წესით შეირჩა და მონაწილეობს IFCC -ის გარე ხარისხის კონტროლის პილოტურ პროგრამაში. მიღებული შედეგები და ხარისხის სერტიფიკატები ადასტურებს კვლევების სიზუსტეს და სანდოობას. ღუდუშაურის კლინიკის ლაბორატორიაში კვლევების უმრავლესობა სრულდება 24 საათის განმავლობაში, ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით. ამბულატორიული პაციენტებისთვის შედეგების მიღება შესაძლებელია ელექტრონულად.

 

ლაბორატორიაში შესაძლებელია ჩაიტაროთ შემდეგი კვლევები:

• ყველა სახის ბიოქიმიური გამოკვლევები

• ჰემოსტაზის სისტემის შეფასება

• იმუნოლოგიური და სეროლოგიური გამოკვლევები

• მიკრობიოლოგიური გამოკვლევები

• ზოგადკლინიკური გამოკვლევები

 

 

იხილეთ სერტიფიკატები 1

იხილეთ სერტიფიკატები 2

იხილეთ სერტიფიკატები 3

იხილეთ სერტიფიკატები 4

იხილეთ სერტიფიკატები 5

იხილეთ სერტიფიკატები 6

იხილეთ სერტიფიკატები 7

იხილეთ სერტიფიკატები 8

იხილეთ სერტიფიკატები 9

იხილეთ სერტიფიკატები 10

 
© 2019 - 2024. ყველა საავტორო უფლება დაცულია.