თერაპია

თერაპია
2019-03-20

შინაგანი  მედიცინის ჰოსპიტალური განყოფილება არის  ღუდუშაურის სახელობის  ეროვნული მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის  ინტეგრირებული  უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომლის ძირითადი მისიაა  მოზრდილებში შინაგანი ორგანოების დაავადებების დიაგნოსტიკა და არაქირურგიული მკურნალობა.

მულტიდისციპლინური მაღალკვალიფიციური გუნდის საშუალებით განყოფილება უზრუნველყოფს პაციანტების მიღებას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, როგორც ამბულატორულ, ისე სტაციონარულ  რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში. 

 

 შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ფუნქციები:

• შინაგანი ორგანოების დაავადებების გამო ჰოსპიტალიზებული პაციენტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, 

• პოსტრეანიმაციული პაციენტების მართვა, მათი ინტენსიური მეთვალყურეობა და მკურნალობა, ხელოვნური ვენტილაციის შემდგომი  კარდიო-რესპირატორული 

რეაბილიტაცია/ადაპტაცია;

• პაციენტების პერიოპერაციული შეფასება და მართვა, ანუ ქირურგიული ჩარევის დროს  გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და სხვა სისტემების გართულებების რისკის შეფასება, პრევენცია და მკურნალობა, საჭიროებისას პაციენტის საოპერაციოდ მომზადება ქირურგთან და ანესთეზიოლოგან ერთად;

• სტაციონარის სხვა განყოფილებებში პაციენტების კონსულტირება;

• პაციენტების ამბულატორული მართვა, 

• მიმღებ განყოფილებაში/ობსერვაციაში პაციენტების კონსულტირება და შეფასება

©2019: ყველა საავტორო უფლება დაცულია