ტრავმირებული მხრის ფუნქციონალის აღდგენა და რეკონსტრუქცია

ტრავმირებული მხრის ფუნქციონალის აღდგენა და რეკონსტრუქცია
2019-05-28

            აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრმა პირველმა გამოიყენა პლასტიკური ოპერაციებისათვის კორუნდული კერამიკა, დანერგა კლინიკაში ოპერაციული მკურნალობის ორიგინალური მეთოდები — შეუხორცებელი ინფიცირებული მოტეხილობის, აგრეთვე ყალბი სახსრებისა და გრძელი ლულოვანი ძვლების დეფექტების მკურნალობა, მენჯ-ბარძაყისა და იდაყვის სახსრების ჩანაცვლება კონსერვირებული ჰომოტრანსპლანტატებით და სხვა.

არაკეროვანი კომპრესულ-დისტრაქციული მეთოდის შექმნისა და დანერგვისათვის მიენიჭა ლენინური პრემია. ღუდუშაურის კომპრესიულ-დისტრაქციული აპარატი წარმოადგენს მოტეხილობების დროს ძვლოვანის ნატეხების რეპოზიციისა და ფიქსაციისათვის, ასევე კიდურების დაგრძელებისათვის საჭირო ორთოპედიულ აპარატს.

 

ამ მეთოდის გამოყენებით ოპერაცია ჩაუტარდა პაციენტს, რომელმაც ტრავმა ავარიის შედეგად მიიღო. პაციენტს პირველადი დახმარება რეგიონში ჩაუტარდა, ხოლო 7 თვის შემდეგ პაციენტმა მომართა ო. ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრს ჩივილებით ტკივილზე და აქტიური მოძრაობის მოშლაზე მარჯვენა მხრის სახსარში.

 

 

 

 დაიგეგმა :

1)  მარჯვენა მხრის (ჰუმერო-სკაპულარული) სახსრის პირველადი ცალმხრივი ჩანაცვლება პოტეზით.                            

2) მარჯვენა იღლიის და მკერდის წინა ზედაპირის კანის და კუნთის როტაციული გადანერგვა სისხლძაღვოვან ფეხზე.

 

 

 

 

ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო ეტაპზე პაციენტს აღარ აღენიშნება ტკივილები და დაუბრუნდა აქტიური მოძრაობის უნარი.

პასიური განზიდვა :  60°  წინა და შუა იღლიის ხაზზე არსებული პოსტოპერაციული ნაწიბურის მაქსიმალური გადაჭიმვით

 

 

           ოპერაციის დასრულების შემდგომი სარენტგენო სურათი.

 

დატოვეთ კომენტარი
©2019: ყველა საავტორო უფლება დაცულია