შინაგანი მედიცინის ჰოსპიტალური განყოფილება

318cooltext173197854465354.png

შინაგანი  მედიცინის ჰოსპიტალური განყოფილება არის  ღუდუშაურის სახელობის  ეროვნული მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის  ინტეგრირებული  უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომლის ძირითადი მისიაა  მოზრდილებში შინაგანი ორგანოების დაავადებების დიაგნოსტიკა და არაქირურგიული მკურნალობა.

მულტიდისციპლინური მაღალკვალიფიციური გუნდის საშუალებით განყოფილება უზრუნველყოფს პაციანტების მიღებას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, როგორც ამბულატორულ, ისე სტაციონარულ  რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში. 

 

შინაგანი მედიცინის ჰოსპიტალური დეპარტამენტი მრავალპროფილიანი სამედიცინო 
ცენტრის  ინტეგრირებული  უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომლის ძირითადი მისიაა  
მოზრდილებში შინაგანი ორგანოების დაავადებების დიაგნოსტიკა და არაქირურგიული 
მკურნალობა. 
მულტიდისციპლინური კვალიფიციური გუნდის საშუალებით დეპარტამენტი 
უზრუნველყოფს პაციანტების მიღებას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, როგორც 
ამბულატორულ, ისე სტაციონარულ  რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში. 
შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის საქმიანობის მთავარი პრინციპია გუნდური 
მუშაობა. 
სამედიცინო გუნდის ბირთვია ჰოსპიტალისტი ექიმები შესაბამისი 
კვალიფიკაციითა და გამოცდილებით;  სამედიცინო გუნდში შედიან აგრეთვე   უმცროსი 
ექიმები, რეზიდენტები, კვალიფიციური ექთნები, ექთნების ასისტენტები,
შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის მისია:
მიაწოდოს პაციენტებს კომპლექსური, ყოვლისმომცველი, თანამედროვე 
სამედიცინო სერვისი;
იმუშაოს კვლევისა და განვითარების პრინციპით (R&D), რაც ნიშნავს  მიმდინარე 
და რეტროგრადულ ანალიზზე დაყრდნობით საქმიანობის სრულყოფას და განვითარებას  
საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად. 
შექმნას საინტერესო  და საქმიანი პროფესიული გარემო სტუდენტების, 
რეზიდენტებისა და ახალგაზრდა ექიმებისათვის, რაც დარგში პროფესიონალიზმის 
უზრუნველყოფისა და განვითარების საწინდარია ;
შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ფუნქციები:
• შინაგანი ორგანოების დაავადებების გამო ჰოსპიტალიზებული პაციენტების 
დიაგნოსტიკა და მკურნალობა, 
• პოსტრეანიმაციული პაციენტების მართვა, მათი ინტენსიური მეთვალყურეობა და 
მკურნალობა, ხელოვნური ვენტილაციის შემდგომი  კარდიო-რესპირატორული 
რეაბილიტაცია/ადაპტაცია;
• პაციენტების პერიოპერაციული შეფასება და მართვა, ანუ ქირურგიული ჩარევის 
დროს  გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და სხვა სისტემების გართულებების 
რისკის შეფასება, პრევენცია და მკურნალობა, საჭიროებისას პაციენტის 
საოპერაციოდ მომზადება ქირურგთან და ანესთეზიოლოგან ერთად;
• სტაციონარის სხვა განყოფილებებში პაციენტების კონსულტირება;
• პაციენტების ამბულატორული მართვა, 
• მიმღებ განყოფილებაში/ობსერვაციაში პაციენტების კონსულტირება და შეფასება
შინაგანი მედიცინის განყოფილების პროფილი:
შინაგანი მედიცინის ჰოსპიტალურ განყოფილებაში დიაგნოსტიკასა და მკურნალობას 
ექვემდებარებიან პაციენტები შემდეგი მდგომარეობებით:
• ცხელებით მიმდინარე დაავადებები: უცნობი გენერალიზებული ინფექცია, 
სასუნთქი სისტემის, საშარდე სისტემის და სხვა ინფექციები, სისტემური 
დაავადებები და სხვა
• სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე დაავადებები: ფილტვების ქრონიკული 
ობსტრუქციული დაავადებების, ასთმის გამწვავება,  გულის შეგუბებითი 
უკმარისობა და სხვა
• გულის რიტმის მოშლა, დაუზუსტებელი, რაც არ მოითხოვს გადაუდებელ 
პეისმეიკინგს;
• გულმკერდში ტკივილის სინდრომი: გარდა დადასტურებული ქირურგიული 
პათოლოგიისა და მწვავე კორონარული სინდრომისა
• თირკმლის დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა: ნეფრიტული, ნეფროზული 
სინდრომი, თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის მართვაგეგმიური 
დიალიზის საჭიროების შეფასება და დიალიზზე მყოფი პაციენტების მართვა, 
• სახსროვანი სინდრომი/სისტემური დაავადებები
• ალერგიული დაავადებები: შრატისმიერი დაავადება, ანაფილაქტოიდური 
მდგომარეობები, არტიუსის ფენომენი და სხვა
• დეჰიდრატაცია/ჰიპოვოლემია
• გასტროინტესტინური სისხლდენის შემდგომი მდგომარეობა 
• ენდოკრინოლოგიური დაავადებები: შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსირებული 
ფორმე, ჰიპო და ჰიპერგლიკემია, კეტოაციდოზი, ჰიპერ და ჰიპოთირეოზი 
კომპენსაციამდე და სხვა...
• ორსულებში შინაგანი დაავადებების მართვა; 
• ონკოლოგიური პაციენტი, რომელიც საჭიროებს თერაპიულ მოვლას;
• და შინაგანი ორგანოების სხვა დაავადებები და მდგომარეობები, რაც არ 
საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას 
შინაგანი მედიცინის დეპარტამენტში პაციენტების მკურნალობა, მათი 
მდგომარეობის მიხედვით, ხორციელდება სხვადასხვა რეჟიმში:
1. ინტენსიური მეთვალყურეობის და მკურნალობის რეჟიმი - ხორციელდება 
ინტენსიური მეთვალყურეობის პალატაში, როცა:
a. მოსალოდნელია რომელიმე სასიცოცხლო ფუნქციის/სისტემის 
არასტაბილურობის/უკმარისობის განვითარება 
b. გამოხატულია რომელიმე  სისტემის/სისტემების  უკმარისობა, საჭიროებს 
სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგს  და ინტენსიურ ჰოსპიტალურ 
მკურნალობას: ოქსიგენოთერაპია, ინტენსიურ საინჰალაციო თერაპია, 
ბრონქო-ალვეოლური ლავაჟი, ჰემოტრანსფუზია, ინტრავენური 
სისტემური ჰორმონოთერაპია, ანტიკოაგულაცია, ანტიბიოტიკოთერაპია 
ფართო სპექტრის მაღალი თაობის ანტიბაქტერიული საშუალებებით და 
სხვა 
c. პაციენტები სასიცოცხლო ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, 
საჭიროებენ  მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას , მოვლას 
ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას, 
მიუხედავად სტაბილური ჰემოდინამიკისა და რესპირაციისა
d. პაციენტები, რომელთაც მოეხსნათ ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის 
მწვავე უკმარისობა, მაგრამ მათი მდგომარეობა ჯერ კიდევ 
არასტაბილურია; 
e. ფონური ქრონიკული კომორბიდულობის გამო საჭიროებს კვალიფიციური 
ექთნის 24-საათიან მეთვალყურეობას და მოვლას 
2. ჩვეულებრივი ჰოსპიტალური  პალატის რეჟიმი:
a. ხორციელდება ჩვეულებრივ პალატაში
b. საჭიროებს სტაციონარულ გამოკვლევას და მკურნალობას: ინტრავენური 
ანტიბიოტიკოთერაპია, ინტრავენური ჰორმონოთერაპია, ინტრავენური  
ინფუზია კრისტალოიდებით და სხვა საინფუზიო ხსნარებით, ოქსიგენაცია
c. საჭიროებს ექთნის რეგულარულ პერიოდულ მეთვალყურეობას
d. არ საჭიროებს 24-საათიანი მეთვალყურეობის რეჟიმს

შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის საქმიანობის მთავარი პრინციპია გუნდური მუშაობა. სამედიცინო გუნდის ბირთვია ჰოსპიტალისტი ექიმები შესაბამისი კვალიფიკაციითა და გამოცდილებით;  სამედიცინო გუნდში შედიან აგრეთვე   უმცროსი ექიმები, რეზიდენტები, კვალიფიციური ექთნები, ექთნების ასისტენტები.

 შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის მისიაა:

  • მიაწოდოს პაციენტებს კომპლექსური, ყოვლისმომცველი, თანამედროვე სამედიცინო სერვისი;
  • იმუშაოს კვლევისა და განვითარების პრინციპით (R&D), რაც ნიშნავს  მიმდინარე და რეტროგრადულ ანალიზზე დაყრდნობით საქმიანობის სრულყოფას და განვითარებას  საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად. 
  • შექმნას საინტერესო  და საქმიანი პროფესიული გარემო სტუდენტების, 
  • რეზიდენტებისა და ახალგაზრდა ექიმებისათვის, რაც დარგში პროფესიონალიზმის უზრუნველყოფისა და განვითარების საწინდარია ;

 შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ფუნქციები:

• შინაგანი ორგანოების დაავადებების გამო ჰოსპიტალიზებული პაციენტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, 

• პოსტრეანიმაციული პაციენტების მართვა, მათი ინტენსიური მეთვალყურეობა და მკურნალობა, ხელოვნური ვენტილაციის შემდგომი  კარდიო-რესპირატორული 

რეაბილიტაცია/ადაპტაცია;

• პაციენტების პერიოპერაციული შეფასება და მართვა, ანუ ქირურგიული ჩარევის დროს  გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და სხვა სისტემების გართულებების რისკის შეფასება, პრევენცია და მკურნალობა, საჭიროებისას პაციენტის საოპერაციოდ მომზადება ქირურგთან და ანესთეზიოლოგან ერთად;

• სტაციონარის სხვა განყოფილებებში პაციენტების კონსულტირება;

• პაციენტების ამბულატორული მართვა, 

• მიმღებ განყოფილებაში/ობსერვაციაში პაციენტების კონსულტირება და შეფასება

შინაგანი მედიცინის განყოფილების პროფილი:

შინაგანი მედიცინის ჰოსპიტალურ განყოფილებაში დიაგნოსტიკასა და მკურნალობას

 ექვემდებარებიან პაციენტები შემდეგი მდგომარეობებით:

• ცხელებით მიმდინარე დაავადებები: უცნობი გენერალიზებული ინფექცია, სასუნთქი სისტემის, საშარდე სისტემის და სხვა ინფექციები, სისტემური დაავადებები და სხვა.

• სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე დაავადებები: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების, ასთმის გამწვავება,  გულის შეგუბებითი უკმარისობა და სხვა

• გულის რიტმის მოშლა, დაუზუსტებელი, რაც არ მოითხოვს გადაუდებელ პეისმეიკინგს;

 • გულმკერდში ტკივილის სინდრომი: გარდა დადასტურებული ქირურგიული პათოლოგიისა და მწვავე კორონარული სინდრომისა;

• თირკმლის დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა: ნეფრიტული, ნეფროზული სინდრომი, თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის მართვაგეგმიური დიალიზის საჭიროების შეფასება და დიალიზზე მყოფი პაციენტების მართვა, 

• სახსროვანი სინდრომი/სისტემური დაავადებები;

• ალერგიული დაავადებები: შრატისმიერი დაავადება, ანაფილაქტოიდური მდგომარეობები, არტიუსის ფენომენი და სხვა

• დეჰიდრატაცია/ჰიპოვოლემია

• გასტროინტესტინური სისხლდენის შემდგომი მდგომარეობა 

• ენდოკრინოლოგიური დაავადებები: შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსირებული 

ფორმე, ჰიპო და ჰიპერგლიკემია, კეტოაციდოზი, ჰიპერ და ჰიპოთირეოზი 

კომპენსაციამდე და სხვა...

• ორსულებში შინაგანი დაავადებების მართვა; 

• ონკოლოგიური პაციენტი, რომელიც საჭიროებს თერაპიულ მოვლას;

• შინაგანი ორგანოების სხვა დაავადებები და მდგომარეობები, რაც არ 

საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას შინაგანი მედიცინის დეპარტამენტში პაციენტების მკურნალობა, მათი მდგომარეობის მიხედვით, ხორციელდება სხვადასხვა რეჟიმში:

ინტენსიური მეთვალყურეობის და მკურნალობის რეჟიმი - ხორციელდება ინტენსიური მეთვალყურეობის პალატაში, როცა:

a. მოსალოდნელია რომელიმე სასიცოცხლო ფუნქციის/სისტემის არასტაბილურობის/უკმარისობის განვითარება 

b. გამოხატულია რომელიმე  სისტემის/სისტემების  უკმარისობა, საჭიროებს სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგს  და ინტენსიურ ჰოსპიტალურ მკურნალობას: ოქსიგენოთერაპია, ინტენსიურ საინჰალაციო თერაპია, ბრონქო-ალვეოლური ლავაჟი, ჰემოტრანსფუზია, ინტრავენური სისტემური ჰორმონოთერაპია, ანტიკოაგულაცია, ანტიბიოტიკოთერაპია ფართო სპექტრის მაღალი თაობის ანტიბაქტერიული საშუალებებით და სხვა ;

c. პაციენტები სასიცოცხლო ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ  მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას , მოვლას ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას, მიუხედავად სტაბილური ჰემოდინამიკისა და რესპირაციისა

 d. პაციენტები, რომელთაც მოეხსნათ ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, მაგრამ მათი მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილურია; 

e. ფონური ქრონიკული კომორბიდულობის გამო საჭიროებს კვალიფიციური ექთნის 24-საათიან მეთვალყურეობას და მოვლას 

ჩვეულებრივი ჰოსპიტალური  პალატის რეჟიმი:

a. ხორციელდება ჩვეულებრივ პალატაში

b. საჭიროებს სტაციონარულ გამოკვლევას და მკურნალობას: ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია, ინტრავენური ჰორმონოთერაპია, ინტრავენური ინფუზია კრისტალოიდებით და სხვა საინფუზიო ხსნარებით, ოქსიგენაცია

 c. საჭიროებს ექთნის რეგულარულ პერიოდულ მეთვალყურეობას 

 d. არ საჭიროებს 24-საათიანი მეთვალყურეობის რეჟიმს