ოფთალმოლოგია

5333OPTAL.png

თვალის პრობლემების ზუსტი დიაგნოსტიკა ღუდუშაურის კლინიკაში!

ATLAS-რქოვანას ტოპოგრაფიული სისტემა უზრუნველყოფს კლინიკურ სიზუსტეს. დიაგნოსტიკის შედეგად ავტომატურად ხდება მკურნალობის ინდივიდუალური პროგრამის შექმნა. ზუსტი დიაგნოზი უმიშვნელოვანესია თვალის დაავადებათა მკურნალობისას.

6947diagnostika.jpg

 

გსურთ სამუდამოდ დაემშვიდობოთ სათვალეს?

 ეს უკვე შესაძლებელია უახლესი ტექნოლოგიის ZEISS - ის ფირმის ექსიმერ ლაზერით!

 

2861mel-80.jpg

ღუდუშაურის კლინიკის ოფთალმოლოგიურ განყოფილებაში  ტარდება ყველა სახის რეფრაქციული ოპერაციები - უარყოფითი ხელოვნური ბროლის იმპლანტაცია მაღალი მიოპიის საკორექციოდ.

ლაზერული კორექცია მიზანშეწონილია უმეტესობა ახლომხედველი, შორსმხედველი და ასტიგმატიზმის მქონე პაციენტებისათვის, რომელთა ასაკი 18 წელზე მეტია.

LASIK  რქოვანას რეფრაქციული ქირურგიის სახეა, რომლის დროსაც რქოვანას ოპტიკის შეცვლა ხდება. ექსიმერული ლაზერით "LASIK"-ის მეთოდით ხდება ახლომხედველობის (-14.0 დიოპტრიამდე) , შორსმხედველობის (+4,0 დიოპტრიამდე) კორექცია და ასტიგმატიზმის +3,0 დიოპტრიამდე კორექცია. 

 

ლასიკი ტარდება ამბულატორიულად, უმტკივნეულოდ და სწრაფად!  თითოეულ თვალს 3-5 წუთი სჭირდება , ხოლო  პროცედურა სულ რამდენიმე (20-40) წამი გრძელდება.

პროფესიონალიზმი და უახლესი ტექნოლოგიები გაგიმარტივებენ ყოველდღიურ ცხოვრებას!

 

ოფთალმოლოგიურ  განყოფილებაში  პაციენტები გაივლიან თვალის წინა და უკანა სეგმენტის სრულყოფილ დიაგნოსტიკას.

 

ვიზომეტრია: მხედველობის ფუნქციის შეფასება და რეფრაქციული მანკების ოპტიკური კორექცია.

ბიომიკროსკოპია:  თვალის წინა  სეგმენტის დეტალური გამოკვლევა, თვალის ლორწოვანი გარსის, ბროლის, დამატებითი ორგანოების პათოლოგიების დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა, მონიტორინგი.

ტონომეტრია: თვალშიდა წნევის გაზომვა, კონტროლი, მონიტორინგი.

ოფთალმოსკოპია:  თვალის ფსკერის დეტალური გამოკვლევა, პათოლოგიური პროცესების მკურნალობა, მონიტორინგი.

ოფთალმოლოგიურ განყოფილებაში კეთდება შემდეგი სახის ოპერაციები:

  • ქალაზიონის ამოკვეთა
  • ქუთუთოების სიმსივნური წარმონაქმნების მოცილება
  • პტერიგიუმის ამოკვეთა
  • ლორწოვანი გარსის სიმსივნური წარმონაქმნების მოცილება
  • სიელმის პლასტიკა
  • სკლეროპლასტიკა
  • ანტიგლაუკომური ოპერაციები
  • კატარაქტის ექსტრაკაპსულური ექსტრაქცია ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით
  • კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით
  • ბადურის ჩამოცლის ქირურგიული მკურნალობა
  • საცრემლე პარკის ექსტირპაცია
  • თვალის ტრავმული დაზიანებების (რქოვანის დამწვრობა,ტრავმა,უცხო სხეული,თვალის კაკლის ბლაგვი ტრავმა,ჭრილობა,თვალის კაკლის გახეთქვა გარსების და შიგთავსის გამოვარდნით) ქირურგიული მკურნალობა.