გინეკოლოგია

6439ginekologia.png

ღუდუშაურის კლინიკის გინეკოლოგიური კაბინეტი გთავაზობთ:

 

  • ქალთა პროფილაქტიკურ გასინჯვებს;
  • გინეკოლოგის კონსულტაციას;
  •  საშვილოსნოს პათოლოგიების დიაგნოსტიკას;
  • საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკას და მკურნალობას;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური ანთებითი დაავადებების მკურნალობას;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევების მკურნალობას;
  • კლიმაქტერული პრობლემების მკურნალობას, სპირალის ჩადგმა-ამოღებას, საშვილოსნოს ყელის კრიოდესტრუქციას, ორსულთა კარდიოტოკოგრაფიას.

42638 viziti.png

 

ღუდუშაურის კლინიკა ჩართულია ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ორსულებისათვის პატრონაჟის გაწევას, რასაც ანაზღაურებს სახელმწიფო. შესაბამისად, 2018 წლის პირველი თებერვლიდან ამ პროგრამის ფარგლებში, ორსულისთვის 8 ვიზიტი უფასოა.

 

პირველი ვიზიტი - 12 კვირამდე

მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია

სისხლის საერთო ანალიზი

შარდის კულტურალური გამოკვლევა

სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა

რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში

სკრინინგული ტესტები (B ჰეპატიტის ვირუსი, C ჰეპატიტის ვირუსი, აივ ინფექცია და სიფილისი)

ულტრაბგერითი გამოკვლევა

მეორე ვიზიტი - ორსულობის მე-20 კვირაზე

მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია

ულტრაბგერითი გამოკვლევა

მესამე ვიზიტი - ორსულობის 26-ე კვირაზე

მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია

სკრინინგი გესტაციურ დიაბეტზე

შარდში პროტეინურიის განსაზღვრა

ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში

რეზუს-ანტისხეულების განსაზღვრა რეზუს-უარყოფითიან ქალებში

მეოთხე ვიზიტი - ორსულობის 30-ე კვირაზე

მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
შარდში პროტეინურიის განსაზღვრა

მეხუთე ვიზიტი - ორსულობის 34-ე კვირაზე

მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
შარდში პროტეინურიის განსაზღვრა 

მეექვსე ვიზიტი- ორსულობის 36-ე კვირაზე

მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
შარდში პროტეინურიის განსაზღვრა

ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში

მეშვიდე ვიზიტი- ორსულობის 38-ე კვირაზე

მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია

შარდში პროტეინურიის განსაზღვრა

მერვე ვიზიტი - ორსულობის მე-40 კვირაზე

მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია

შარდში პროტეინურიის განსაზღვრა