სისხლის ბანკი

         

 

8004cooltext163394028733223.png

7605blood-donation (2).jpg

 

სიცოცხლე, წვეთი სისხლიდან იწყება! 

                                                                                         

    დონორის დახმარება ადამიანს  ნებისმიერ დროს შეიძლება დაჭირდეს.

   სანამ თქვენ ამ ტექსტს კითხულობთ, შესაძლოა,  ადამიანის   სიცოცხლის გადასარჩენად სწორედ თქვენი  ჯგუფის სისხლია საჭირო , თქვენ მიერ   გაცემულმა  სისხლმა კი  შესაძლებელია  სამი ადამიანის   სიცოცხლე იხსნას!


1446Blood-Donation-Quotes-In-Hindi-–-Slogans-Messages-Thoughts-Suvichar-Anmol-Vachan-Images-Wallpapers.jpg

 

სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან60 წლამდე  თუ:

 

  •  თქვენი წონა – 50-კგ და მეტია;
  •  არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C,
  •  სიფილისი, ტუბერკულოზი;
  •  არ ხართ ინფიცირებული აივ ინფექციით;
  •  არ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;
  •  არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი.

 


  ბოლო ერთი წლის განმავლობაში:

 

  •  არ გქონიათ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია;
  •  არ გაგიკეთებიათ ტატუ;
  •  არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;
  •  ქალებს ბოლო 6 თვის მანძილზე არ ჰქონიათ ორსულობა.

 

 დონაციის დღეს, დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი – არ უნდა ჰქონდეს სიცხე, სურდო  ან სხვა გრიპოზული მოვლენები.

 

სისხლის ბანკში საქმიანობენ მაღალკვალიფიციური და დიდი პრაქტიკული გამოცდილების ექიმი-ტრანსფუზიოლოგები და მედდები,რომელთა დაუღალავი შრომის შედეგად მრავალი ადამიანის,მათ შორის საზოგადოების ყველაზე სათუთი და მნიშვნელოვანი ფენის-ახალშობილების სიცოცხლე იხსნეს.

სისხლის ბანკი მუშაობს ყოველ დღე, 24 საათიან  რეჟიმში.

38069 [800x600].jpg

უშუალოდ სისხლის ბანკის გამსვლელი ბრიგადის მიერ,ჩატარებული იქნა უანგარო დონორობის რამდენიმე აქცია,რომელშიდაც მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახ.სამედიცინო უნივერსიტეტის ,სდასუ-ს, საავიაციო ინსტიტუტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.ამას გარდა, უშუალოდ სისხლის ბანკში უანგარო დონორობის აქციაში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პოლიცია და სამხედრო მოსამსახურეები.ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ თითოეული დონორის მიმართ.

 

გაიღეთ სისხლი, გახდით ქველმოქმედი და გადაარჩინეთ სიცოცხლე!