ინფორმაცია მნახველთათვის,

ინფორმაცია მნახველთათვის, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენთან მიღებული შემდეგი ნორმები:


  • მოსაცდელში დაიცავით სიწყნარე
  • პაციენტთან ერთდროულად ორ მნახველზე მეტის სტუმრობა არ შეიძლება
  • ოპერაციის დამთავრების შემდეგ, კომპანიის სამედიცინო პერსონალი მოგაწვდით სათანადო და ამომწურავ ინფორმაციას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ჩატარებული სამკურნალო ჩარევის შესახებ
  • ოპერაციის ჩატარებიდან მინიმუმ 24 საათის განმავლობაში პაციენტის ნახვა შეუძლებელია, გარდა განსაკუთრებული გამონაკლისისა
  • პაციენტის თანხმობის შემთხვევაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური სამედიცინო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მხოლოდ მისი ოჯახის წევრებს. განსაკუთრებულ შემთხვევებში საკითხი განიხილება ინდივიდუალურად, კომპანიის სამედიცინო მენეჯერთან შეთანხმებით


  • პაციენტთან ვიზიტი უნდა იყოს ხანმოკლე, არაუმეტეს 15 წუთისა
  • კომპანიაში ალკოჰოლური სასმელების, ნებისმიერი დასახელების და მწარმოებლის მედიკამენტის, ნარკოტიკული საშუალებების ან იარაღის შემოტანა კატეგორიულად აკრძალულია.
  • პაციენტთა კვება-კლინიკის პირველ სართულზე განლაგებულია კაფე, სადაც თქვენი სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეუკვეთოთ როგორც ჩვეულებრივი, ასევე დიეტური მენიუ.
  • ჩვენთან არ ეწევიან-კლინიკის  მთელ ტერიტორიაზე სიგარეტის მოწევა აკრძალულია.
  • შენიშვნებისა და წინადადებებისთვის თქვენთვის ხელმისაწვდომია სპეციალური ყუთი,გთხოვთ გაგვიზიაროთ შთაბეჭდილებები.

თქვენი მოსაზრება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

 ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ კლინიკის ცხელ ხაზზე

2518998.  2515874

2518715  2518778

 

გმადლობთ, რომ იცავთ არსებულ წესებს და გვანდობთ ყველაზე მთავარს-თქვენს ჯანმრთელობას.