პრეჰოსპიტალური გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება(მიმღები)

  

233615698262_1228602863874961_160871878259173614_n.png

 

პრეჰოსპიტალური  სამსახურის  გადაუდებელი მიმღები  განყოფილება  განთავსებულია  ცენტრის პირველ  სართულზე  და ფუნქციონირებს  24 საათის  განმავლობაში. 

პრეჰოსპიტალურ გადაუდებელ სამედიცინო განყოფილებაში მაღალკვალიფიციური ექიმ-რეანიმატოლოგთა   ჯგუფი 24 საათის  განმავლობაში უზრუნველყოფს პაციენტთა ოპერატიულ და მაღალკვალიფიციურ დიაგნოსტიკას. 

გადაუდებელი მიმღების პირობებში ხდება  პაციენტთა  სრული  გამოკვლევა,დიაგნოსტირება  და  საჭიროების  მიხედვით  შესაბამის  განყოფილებაში  ჰოსპიტალიზაცია.

ჩვენს ცენტრში პაციენტების  სხვა  სტაციონარებიდან (რაიონებიდან)   გადმოყვანას უზრუნველყოფს, კატასტროფის  მედიცინის  ცენტრი,  რომელიც გამოცდილებით და ტექნიკური აღჭურვილობით საქართველოს მასშტაბით საუკეთესოა.

 

ცენტრს ყავს 3 რეანიმობილი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უმძიმესი პაციენტების ტრანსპორტირება ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან. ცენტრის რეანიმობილები აღჭურვილია მართვის სუნთქვის აპარატით, მონოტორით,დეფიბრილატორით, ელექტროკარდიოგრამით და ინფუზომატებით. კატასტროფის ცენტრის ბრიგადები გამოძახების მიღებიდან ზუსტად 3 წუთში მიემართებიან შემთხვევის ადგილზე.

ჩვენი ცენტრის რეანიმობილებით შესაძლებელია უმძიმესი ახალშობილების, პათოლოგიური მელოგინეებისა და პათოლოგიური ორსულების ტრანსპორტირება. 

ცენტრში ფუქციონირებს 24 საათიანი ქოლ-ცენტრი სადაც კვალიფიციური ექიმები  ნებისმიერი სახის კონსულტაციას გაგიწევენ. ღუდუშაურის კლინიკის კატასტროფის ცენტრს მსგავს სიტუაციებში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს, რაც მაღალხარისხიანი მომსახურების საუკეთესო გარანტიაა.