ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილება

                 ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული  მედიცინის განყოფილება

ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის განყოფილება დაკომპლექტებულია ამ დარგის  საუკეთესო სპეციალისტებით. ცენტრი ემსახურება ფართო სპექტრისა და შეუზღუდავი ასაკობრივი კატეგორიის პაციენტთა კონტიგენტს.

4794anestezia4.jpg

კლინიკის პრიორიტეტს წარმოადგენს გადაუდებელი და კრიტიკული მდგომარეობები. გასული წლების განმავლობაში ამ მიმართულებით დაგროვებულია უპრეცენდეტო გამოცდილება.

კრიტიკული მედიცინის  განყოფილება წარმოდგენილია 18 საწოლით, რომელიც აღჭურვილია ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებით, რაც კრიტიკული პაციენტის მართვას ესაჭიროება. თანამედროვე  Dräger  გენერაციის  ვენტილატორები და საანესთეზიო მანქანები საშუალებას იძლევა მიწოდებული სერვისი იყოს  უკიდურესად უსაფრთხო, რაციონალური და კომფორტული.

წარმოებს ცენტრალური ჰემოდინამიკის მონიტორინგი.კრიტიკულ განყოფილებას ემსახურება თანამედროვე დასვლური სტანდარტების შესაბამისი ექსპრეს-ლაბორატორია. კლინიკაში ფუნქციონირებს ინფექციების კონტროლის სამსახური, ტარდება სხვადასხვა ბიოლოგიური მასალის  ფართო სპექტრის ბაქტერიოლოგიური კვლევა.

მულტიპროფილურ ცენტრში სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციის დადებით გამოსავალს მნიშვნელოვან წილად განსაზღრავსეს თანამედროვე ანესთეზიოლოგ-რეანიმაციული სამსახურის არსებობა. პაციენტებს ოპერაციები და პროცედურები უტარდებათ ზოგადი ანესთეზიით, რეგიონალური ბლოკადებით, მათ შორის პერიფერიული ბლოკადებით. ყველა სერვისი ხორციელდება უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში.

სრულყოფილად ფუქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გამართული პროფილირებული 9 საოპერაციო ბლოკი. ოპერაციები წარმოებს ლაპარასკოპიული, ენდოსკოპიური და  სხვადასხვა ნაკლებინვაზიური ტექნოლოგიების გამოყენებით. ნავიგაციური სისტემების გამოყენება  სხვადასხვა ქირურგიულ დისციპლინაში განაპირობებს რთული კლინიკური შემთხვევების კარგ გამოსავლიანობას.