სამეანო გინეკოლოგიური განყოფილება

რატომ უნდა იმშობიაროთ ღუდუშაურის კლინიკაში?

339223434711_1530227973712447_5270014863777026371_n.png

ღუდუშაურის კლინიკის პერინატალური ცენტრი შედეგება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული რამდენიმე რგოლისგან. ეს არის, ორსულთა პათოლოგიის განყოფილება, სამეანო ბლოკი და ნეონატალური ცენტრი.  

 

ჩვენ ვმკურნალობთ კლინიკაში მოსულ ორსულის და ვამზადებთ ჯერ კიდევ მუცლადმყოფ პატარას იმისთვის, რომ დაიბადოს უსაფრთხოდ.  

 

ახალშობილი შერჩეული გეგმით და შემუშავებული სამეანო ტაქტიკით გადაგვყავს ახალ ნეონატალურ ცენტრში. ეს არის უწყვეტი რგოლი, რომელიც ჩვენს კლინიკაში, ერთჭერქვეშ ხორციელდება. 

 

პერინატალური ცენტრის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ როდესაც პრობლემური ორსული მშობიარობს და დაზუსტებით ვიცით, რომ ბავშვს აუცილებლად დასაჭირდება სამედიცინო დახმარება, არ იკარგება სიცოცხლის პირველი ოქროს წუთები.  

 

ყველა მოსალოდნელ მძიმე, გართულებულ მშობიარობას ესწრება ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგთა გუნდი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მყისიერად ახორციელებს მძიმე ახალშობილის აუცილებელ რეანიმაციულ ღონისძიებებს. 

 

ბავშვის ტრანსპორტირება ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებაში, ჩვენების მიხედვით, ხორციელდება სითბური ჯაჭვის წყვეტის გარეშე, რამდენიმე წამში.


478713.jpg

 

მშობიარობა ტარდება ინდივიდუალურ სამშობიარო ბლოკში, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მომავალმა დედამ თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნოს


427612.jpg

 

საჭიროების შემთხვევაში კი თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ საოპერაციო დარბაზში ტარდება საკეისრო კვეთა. შექმნილი გარემო მინიმუმამდე ამცირებს ნებისმიერი ინფექციური გართულების რიკს. 


874811.jpg

 

 კომფორტული გარემო და მაქსიმალური უსაფრთხოება!

რატომ უნდა იმშობიაროთ ღუდუშაურის კლინიკაში?