ტრავმა ორთოპედიის განყოფილება

                                                         

5527travma ortopedi.png

 

ვუფრთხილდებით რა ჩვენი, ქართული ტრავმა-ორთოპედიული სკოლის ტრადიციებს და რეპუტაციას, ბავშვთა და მოზრდილთა ტრავმა-ორთოპედიულ კაბინეტში უმაღლეს დონეზე  ხორციელდება პაციენტთა ამბულატორიული მიღება, გამოკვლევა, მოტეხილობების  რეპოზიცია, თაბაშირით იმობილიზაცია (კორექციები, მკურნალობა); პოსტოპერაციული მკურნალობა; ტერფმრუდობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით (პონსეტის მეთოდი) , ხდება ვერტებროლოგიის მიერ პაციენტთა კონსულტირება.

საქართველოს წამყვანი ონკოორთოპედის მეშვეობით ხორციელდება ბავშვებში ძვლის პათოლოგიური კერების რეზექცია, ძვლოვანი ქსოვილების გადანერგვა და ა. შ.

ტრავმა – ორთოპედია  , დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის ექიმებით, რომელთაც გავლილი აქვთ სტაჟირება ევროპის წამყვან კლინიკებში, გააჩნიათ AAO foundation’’Dimer Institute“ -  საერთაშორისო სერტიფიკათები

 

მოზრდილთა ტრავმის ოპერაციები;

 

95515977142_1240513869350527_8132012000966883271_n.png

ყველა ტიპის ოსტოსინთეზები, სპორტული-მედიცინა, მუხლის სახსარზე ოპერაციები: მენისკებზე, იოგოვან აპარატზე,

 

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სახის მომსახურეობით: 

  • მტევნის ქირურგია: ოპერაციები ძვლებზე და მყესებზე.
  • ტერფის ქირურგია: ოსტეოსინთეზები ტერფის ძვლებზე, ბრტყელტერფიანობაზე, ჰალუხ-ვალგუს-ზე( ე.წ. “ პოდაგრა “) აქილესის მყესზე, -ართროდეზები.
  • მოზრდილთა ორთოპედია, ყველა ტიპის დეფორმაციების( მათ შორის ტრავმის შემდგომი და თადაყოლილი) ოპერაციული მკურნალობა ბალტიმორის მეთოდით, კიდურების დაგრძელება- ილიზაროვისა და ვაგნერის მეთოდებით.
  • მენჯის ტრავმატოლოგია: მენჯის ძვლების ყველა ტიპის მოტეხილობების ოპერაციული მკურნალობა ოსტეოსინთეზებით.
  • კრიტიკული მედიცინა: ყველა ტიპის ტრავმატოლოგიური ოპერაციები პოლიტრავმებზე;
  • მოზრდილთა და ბავშვთა ძვლის პათოლოგიების( ძვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები) ოპერაციული მკურნალობა.
  • მსხვილ სახსართა ენდოპროტეზირება: მენჯ-ბარძაყის, მუხლის, იდაყვის, მხრის სახსარი.
  • ძვლის და რბილქსოვილოვანი დეფექტების რეკონსტრუქციული ქირურგია მიკროქირურგიული მეთოდების გამოყენებით;
  • ბავშვთა ორთოპედია და ტრავმატოლოგია: კონსერვატიული და ოპერაციული მეთოდები;
  • ტერფის დეფორმაციების მკურნალობა ფონსეტის მეთოდით, ყველა ტიპის დეფორმაციების ოპერაციული მკურნალობა;
  • სარევიზიო  განმეორებითი რეკონსტრუქციული ოპერაციები: ლულოვანი ძვლების დეფექტებზე,პოსტოპერაციული ჩირქოვანი გართულებები- ოსტეომიელიტი,ძვლების და კანის საფარველის დეფექტები, ყალბი სახსარი,შეუხორცებელი მოტეხილობები, ენდოპროტეზირების შემდგომი დაჩირქება
  • ყველა ტიპის ოსტოსინთეზები, სპორტული-მედიცინა, მუხლის სახსარზე ოპერაციები: მენისკებზე, იოგოვან აპარატზე,
  • სარევიზიო  განმეორებითი რეკონსტრუქციული ოპერაციები: ლულოვანი ძვლების დეფექტებზე,პოსტოპერაციული ჩირქოვანი გართულებები- ოსტეომიელიტი,ძვლების და კანის საფარველის დეფექტები, ყალბი სახსარი,შეუხორცებელი მოტეხილობები, ენდოპროტეზირების შემდგომი დაჩირქება