ხარისხის სამსახური

 სამედიცინო ხარისხის კონტროლის სამსახურის უპირველეს მიზანს წარმოადგენს ცენტრის პაციენტების უზრუნველყოფა უსაფრთხო და მაღალხარისხიანი გამოკვლევებით და მკურნალობით.

 ამ მიმართულებით შექმნილია და მუდმივად იხვეწება სამუშაო პრინციპები, სამოქმედო დებულებები და პრაქტიკული ჩვევები. პროცესი განხილულია, როგორც  პაციენტების, ასევე პერსონალის კმაყოფილების მიღწევის საშულება  და დაფუძნებულია მომსახურე პერსონალის პროფესიონალიზმზე, სერვისების მუდმივ გაუმჯობესებაზე.

 გამოყენებულია კლინიკურად სანდო და თანამედროვე მონაცემები (მაგალითად, გამოყენებულია კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინები, ინფორმაცია რელევანტური წყაროებიდან და კლინიკური სტანდარტები);

 

 ხარისხის შესწავლის პროცესი წარმოაჩენს მთელი ორგანიზაციის სწრაფვას, არათუ მუდმივად აკმაყოფილებდეს ჯანმრთელობის ხარისხიანი სერვისებისა და პაციენტის უსაფრთხოების სტანდარტებს, არამედ აჭარბებდეს ამ მოთხოვნებს. სასურველია, რომ პაციენტებმა და მათი ოჯახის წევრებმა მონაწილეობა მიიღონ მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევებში.

 ცენტრში მუდმივად ხდება პაციენტის კმაყოფილების შესწავლა, რომლის  საბოლოო მიზანია გამოვლენილ იქნას ზოგადი და კონკრეტული პრობლემები, განისაზღვროს პრიორიტეტები, განისაზღვროს მისი აღმოფხვრის გზები, ნებისმიერი არასასურველი ინციდენტის აღმოფხვრა და მომავალში თავიდან აცილება; საუკეთესო შედეგების მიღწევის საშუალებად დასახულია რესურსების შესატყვისი გადანაწილება.