კლინიკის შესახებ

714klinikis Shesaxeb.png

 

2846gudushauri1.jpg

აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი 2003 წლის მაისიდან ფუნქციონირებს. დროის მცირე მონაკვეთში ცენტრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში სანდო და ავტორიტეტულ სამედიცინო დაწესებულებად იქცა, ატარებს დარგის ფლაგმანის სტატუსს და ურყევად ინარჩუნებს მომხმარებელში დამკვიდრებულ ნდობას.

ამ ეტაპზე, ღუდუშაურის კლინიკა გახლავთ  მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება მაღალი ხარისხის ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისებით,  სათანადოდ გამართული გადაუდებელი მიმღებითა და განვითარებული ჰოსპიტალური სექტორით.

ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრი, მისაღები ფასები და სტაბილურად მაღალი ხარისხი!

ჩვენთან მუშაობენ ახალგაზრდა, მოტივირებული, ნიჭიერი სპეციალისტები განყოფილების მაღალკვალიფიციური უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც ზრუნავენ მათ განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე.

კლინიკა თავის პაციენტებს სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას და თითოეული მათგანისადმი ინდივიდუალურ მიდგომას სთავაზობს. 

ცენტრში დანერგილია სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის სისტემა,  რომელიც უზრუნველყოფს პაციენტთან  მუდმივ უკუკავშირს და მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.