ბარიერულ ჰიგიენური სამრეცხაო

ბარიერულ ჰიგიენური სამრეცხაო
2019-04-22

ჩვენი კლინიკის კიდევ ერთი სიახლეა ულტრათანამედროვე სამრეცხაო, რომელიც პირველია საქართველოში თავისი მასშტაბებითა და შესაძლებლობებით.

სამრეცხაოს მომსახურეობით სარგებლობს მრავალი სამედიცინო დაწესებულება, სასტუმრო და რესტორანი, მაგალითად როგორიცაა სასტუმრო "ამბასადორი" და სხვა.

 

მომსახურეობაში შედის:

 

  • გარეცხვა
  • გაშრობა
  • დაუთავება
  • დაკეცვა

 

 

 

 

მკურნალობის პროცესში ინფექციური გართულებები, მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, 10-15 % ნოზოკომიალური ინფეციები(საავადმყოფოს შიგა ინფექცია, ანუ ინფექციური დაავადება ან გართულება რომელიც განვითარდა საავადმყოფოში ყოფნისას.) სწორედ თეთრეულის საშუალებით ვრცელდება. პაციენტებს, რომელთაც ხანგრძლივად უწევთ ჰოსპიტალიზაცია და აქვთ სუსტი იმუნური სისტემა განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან. 

 

 

 

 

 

ბარიერული ტიპის ჰიგიენური სარეცხი დანადგარები გამოიყენება ისეთ სპეციალიზირებულ დაწესებულებებში, სადაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თეთრეულის სწორ დამუშავებას. 

სხვადასხვა ონკანი სარეცხი მანქანიდან წყლის სინჯების ასაღებად საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ზუსტად განისაზღვროს, რამდენად საკმარისი სარეცხი საშუალებების კონცენტრაცია, რამდენად კარგად ირეცხება სარეცხი - რამდენად სუფთა და უვნებელი გამოდის ხელახალი მოხმარებისათვის  ეს კი გახლავთ მომსახურების ხარისხის მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.

 

 

 

სამრეცხაო იყოფა ორ სხვადასხვა განყოფილებად, ერთში მხოლოდ გასარეცხი სარეცხი მუშავდება და მეორე მხარეს უკვე გარეცხილი და დამუშავებული გამოდის. სპეციალური საუთოო დანადგარები კი 100% იან გარანტიას იძლევა რომ მოხმარებისთვის გამზადებული თეთრეული იქნება აბსოლუტურად სუფთა და სტერილური. 

მიკროპროცესორი საშუალებას იძლევა, დიფერენცირებულად დაპროგრამდეს რეცხვა და სხვადასხვა ტიპის სარეცხს კონკრეტული ოპტიმალური რეჟიმი მიესადაგოს.

©2019: ყველა საავტორო უფლება დაცულია