რატომ ღუდუშაურის კლინიკა?
26.06.2020
რატომ ღუდუშაურის კლინიკა?

ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი წარმოადგენს მრავალპროფილურ კლინიკას და გთავაზობთ, უპრეცენდენტო რაოდენობის, 100-ზე მეტი დასახელების სამედიცინო მომსახურებას. სწორედ ამიტომ პაციენტი ჩვენთან მოხვედრისას დაზღვეულია რიგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან, რაც ხშირ შემთხვევაში სიცოცხლისთვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს. ჩვენს კლინიკას ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა დარგის უცხოელი ექსპერტები, რომლებიც უმაღლეს შეფასებას გვაძლევენ. სტაციონარი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, სანდო სამედიცინო პერსონალით.

 

კლინიკა ღირსეულად ატარებს ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულების სახელს, რომელიც ემსახურება საქართველოს მოსახლეობა,ხოლო საჭიროების შემთხვევაში უცხოელ სტუმრებს.გარდა ამისა კლინიკას ყველა რესურსი აქვს სტიქიური და საომარი კატაკლიზმების დროს რამოდენიმე საათში გადაკეთდეს სამხედრო რეჟიმის ჰოსპიტლად( ამის ნათელი დადასტურებაა 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედების დროს ესც-ს წვლილი დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო მოსამსახურეების სამედიცინო მომსახურების ფარგლებში). ჩვენთან არც ერთი შემთხვევა არ რჩება უყურადღებოდ და დიაგნოზირების პროცესში კლინიკის მედ პერსონალის დიდი ნაწილია ჩართული, მათ შორის არიან ადმინისტრაციის წარმომადგენლები. იმ შემთხვევისთვის, თუ ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება ან მკურნალობა უშედეგოა იმართება კონსილიუმი და შემდეგ უკვე იქ ხდება ამ შემთხვევის განხილვა, რაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია მკურნალობის გაგრძელების პროცესში. პაციენტი იმყოფება მუდმივი მონიტორინგის ქვეეშ და სრულად ფლობს ინფორმაციას თავისი გამოკვლევების და მკურნალობის შესახებ.

რადგანაც გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაზღვეული არავინაა, სწორედ ამიტომ კლინიკაში ფუნქციონირებს სისხლის ბანკი და სხვა ბევრი ისეთი განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი სახის გართულების დროულ მოგვარებას.

გუნდური მუშაობა, პროფესიონალი კადრები და თანამედროვე აპარატურული პარკი უზრუნველყოფს ჩვენთან მოსული პაციენტების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.

რთული შემთხვევების პროფესიონალურად მართვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია! 

 

© 2019 - 2024. ყველა საავტორო უფლება დაცულია.