ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილება

ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილება
2019-03-08

ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის განყოფილება დაკომპლექტებულია ამდარგის  საუკეთესო სპეციალისტებით. ცენტრი ემსახურება ფართო სპექტრისა და შეუზღუდავი ასაკობრივი კატეგორიის პაციენტთა კონტიგენტს. კლინიკის პრიორიტეტს წარმოადგენს გადაუდებელი და კრიტიკული მდგომარეობები. გასული წლების განმავლობაში ამ მიმართულებით დაგროვებულია უპრეცენდეტო გამოცდილება.

კრიტიკულ განყოფილებას ემსახურება თანამედროვე დასავლური სტანდარტების შესაბამისი ექსპრეს-ლაბორატორია. კლინიკაში ფუნქციონირებს ინფექციების კონტროლის სამსახური, ტარდება სხვადასხვა ბიოლოგიური მასალის  ფართო სპექტრის ბაქტერიოლოგიური კვლევა.

მულტიპროფილურ ცენტრში სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციის დადებით გამოსავალს მნიშვნელოვანწილად განსაზღრავს თანამედროვე ანესთეზიოლოგ-რეანიმაციული სამსახურის არსებობა. პაციენტებს ოპერაციები და პროცედურები უტარდებათ ზოგადი ანესთეზიით, რეგიონალური ბლოკადებით, მათ შორის პერიფერიული ბლოკადებით. ყველა სერვისი ხორციელდება უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში.

სრულყოფილად ფუქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გამართული პროფილირებული საოპერაციო ბლოკები. ოპერაციები წარმოებს ლაპარასკოპიული, ენდოსკოპიური და  სხვადასხვა ნაკლები ნვაზიური ტექნოლოგიების გამოყენებით.ყველაზე რთული შემთხვევების პროფესიონალურ დონეზე მართვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია

©2019: ყველა საავტორო უფლება დაცულია