აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის განახლებული ეროვნული სამედიცინო ცენტრი 2003 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში მან შეძლო და მოიპოვა ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულების სახელი საქართველოში.
ღუდუშაურის კლინიკა გახლავთ მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება მაღალი ხარისხის ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისებით, სათანადოდ გამართული გადაუდებელი მიმღებითა და განვითარებული ჰოსპიტალური სექტორით.
კლინიკის მთავარ პრიორიტეტს განსაკუთრებულად რთული შემთხვევების პროფესიონალურად მართვა წარმოადგენს.
კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებითა და გამოცდილი მედ პერსონალით.
აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის განახლებული ეროვნული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს უპრეცენდენტო რაოდენობის, 100-ზე მეტი დასახელების სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. გარდა ამისა აქვს ყველა რესურსი სტიქიური და საომარი კატაკლიზმების დროს რამდენიმე საათში გადაკეთდეს სამხედრო რეჟიმის ჰოსპიტლად.
პაციენტთა სამედიცინო მომსახურების საქმეში უწყვეტობის შენაჩუნების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კლინიკას გააჩნია ელექტრო და წყალმომარაგების ალტერნატიული,სარეზერვო წყაროები .გარდა ამისა, კლინიკას გააჩნია საჰაერო ტრანსპორტის დასაფრენი ბილიკი.
- ცენტრი გაშლილია 320 საწოლზე და შეუძლია 1000-ზე მეტი ამბულატორიული პაციენტის მიღება.
- კლინიკის განყოფილებების არასრული ჩამონათვალია: სასწრაფო გადაუდებელი დახმარება (ER), სამეანო გინეკოლოგიური დახმარება, ქირურგიული ჩარევები (ზოგადი ქირურგია, ,სისხლძარღვთა ქირურგია),თერაპიული სამსახური, ნევროლოგია,_ნეიროქირურგია, კარდიოლოგიური ცენტრი, ტრავმატოლოგია_ორთოპედია, ოტორინილარინგოლოგია, ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება, სამშობიარო, ორსულთა პათოლოგიის განყოფილება, რადიოლოგია, ლაბორატორიული საქმიანობა სხვა.
- კლინიკაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ექიმი,ექთანი და სხვა დამხმარე პერსონალი, მათ შორის მედიცინის დოქტორები, პროფესორები, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატები, რომლებიც ცნობილი არიან არა მხოლოდ საქართველოში.
- კლინიკა სამედიცინო საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს როგორც ეროვნული ისე საერთაშორისო გაიდლაინებითა და პროტოკოლებით,კლინიკის ექიმები სისტემატურად გადიან პროფესიულ მომზადებას ,ექიმებისთვის ხელმისაწვდომია უახლესი ინფორმაცია,სხვადასხვა დაავადებების და მდგომარეობის მართვის შესახებ.
ხარისხის სამსახური
სამედიცინო ხარისხის კონტროლის სამსახურის უპირველეს მიზანს წარმოადგენს ცენტრის პაციენტების უზრუნველყოფა უსაფრთხო და მაღალხარისხიანი გამოკვლევებით და მკურნალობით.
ამ მიმართულებით შექმნილია და მუდმივად იხვეწება სამუშაო პრინციპები, სამოქმედო დებულებები და პრაქტიკული ჩვევები. სასურველია, რომ პაციენტებმა და მათი ოჯახის წევრებმა მონაწილეობა მიიღონ მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევებში.
ცენტრში მუდმივად ხდება პაციენტის კმაყოფილების შესწავლა, რომლის საბოლოო მიზანია გამოვლენილ იქნას ზოგადი და კონკრეტული პრობლემები, განისაზღვროს პრიორიტეტები, განისაზღვროს მისი აღმოფხვრის გზები, ნებისმიერი არასასურველი ინციდენტის აღმოფხვრა და მომავალში თავიდან აცილება, ჩვენთვის თითოეული პაციენტის აზრიდა შეფასება მნიშვნელოვანი.
ლიცენზიები
- სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ლიცენზია - N 002196
- პათოლოგ-ანატომიური საქმიანობის ლიცენზია - N 002197
- საწარმოო ტრასფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია_ N002198
- ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია _ N 000338
ნებართვები
- შპს აკად. ო ღუდუშაურის სახელობის ესც სტაციონარული სანებართვო მოწმობა N000765
- რადიოლოგიური საქმიანობა -კომპიუტ. ტომოგრ.კვლევა N 003578
- რადიოლოგიური საქმიანობა-რენტგენ.დიაგნოსტიკა N003577
- ინფექციური დაავადებების მკურნალობა -N 003568
- რეანიმაცია_ N 003565
- ქირურგიული პროფილის საქმიანობა N003566
- ოფთალმოლოგია _N003571
- ონკოლოგია- N 003570
- ნეიროქირურგია -N003572
- ოტოლარინგოლოგია -N003569
- სამეანო _გინეკ.პროფილის საქმიანობა-გინეკოლოგია -N 003573
- სამეანო _ნეონატალური საქმიანობა N 005271
- ახალშობილთა ინტენსიური მოვლა N00572
- ფქიატრია -N003576
- გადაუდებელი სამედიცინო დახმარება EMERJENSI _ N 003564
- დიალიზი N003567
- გარემოზე ზემოქმედების ნებართვა -N000042
- ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა_ N 000293
- მზა წამლების ფორმების ,მათ შორის სპეც,კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების გაცემა N 000310
- ლაბორატორიული საქმიანობა -კლინიკური დიაგნოსტიკა -N 004060
- ლაბორატორიული საქმიანობა -ბიოქიმიური დიაგნოსტიკა - N 004061
- ლაბორატორიული საქმიანობა -იმუნოლოგიური და სეროლოგიური დიაგნოსტიკა -N 004062
- ლაბორატორიული საქმიანობა - მიკრობიოლოგიური დიაგნოსტიკა - N 004063