ყბა-სახის ქირურგია
25.06.2020
ყბა-სახის ქირურგია

დეპარტამენტში ხორციელდება:

  • ყბა-სახის ქირურგიული პათოლოგიით დაავადებულ პაციენტთა კომპლექსური სტაციონარული და ამბულატორიული გამოკვლევები;
  • გეგმიური ყბა-სახის ქირურგიული ოპერაციები სტაციონარულ რეჟიმში;
  • ურგენტული ყბა-სახის ქირურგიული ოპერაციები სტაციონარულ რეჟიმში;
  • გეგმიური და ურგენტული ყბა-სახის ქირურგიული ოპერაციები ამბულატორიულ რეჟიმში.

დეპარტამენტში მიმდინარეობს შემდეგი დაავადებების მკურნალობა:

  • ყბა-სახის ქირურგიული პათოლოგია
  • ყბა-სახის მიდამოს ანთებითი დაავადებები (ოდონტოგენური, არაოდონტოგენური, სპეციფიური ეტიოლოგიის, სახის ძვლების ოსტეომიელიტები, აბსცესები, ფლეგმონები, ჰაიმორიტები, ლიმფადენიტები,
  • ფურუნკული, კარბუნკული, სახის ვენების ფლებიტი).
  • ყბა-სახის მიდამოს რბილი და მაგარი ქსოვილების ტრავმული დაზიანებები.
  • ყბა-სახის მიდამოს რბილი და მაგარი ქსოვილების კეთილთვისებიანი სიმსივნეები და სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნები.
  • ყბა-სახის მიდამოს შეძენილი და თანდაყოლილი კისტები და ხვრელარხები.
  • საფეთქელ - ქვედა ყბის სახსრის დაავადებები (ართრიტი, ართროზი, მტკივნეული დისფუნქციის სინდრომი, ამოვარდნილობა, ტრიზმი, კონტრაქტურა, ანკილოზი).
  • სანერწყვე ჯირკვლების დაავადებები (ანთებები, კენჭოვანი დაავადებები, დისტროფიული ხასიათის დაავადებები, ტრავმის შემდგომი და თანდაყოლილი ფისტულები, კეთილთვისებიანი სიმსივნეები).
  • ყბა-სახის მიდამოს ნერვების დაავადებები და დაზიანებები (სამწვრა ნერვის ნევრალგია, ნევრიტი, სახის ნერვის ნევრიტი).
  • ყბა-სახის მიდამოს რბილი და მაგარი ქსოვილების აღდგენითი ქირურგია (შეძენილი და თანდაყოლილი დეფექტები და დეფორმაციები).

პირი ღრუს ქირურგიული პათოლოგია:

  • პერიოდონტიტი.
  • კბილის ამოჭრის პათოლოგია (გაძნელებული ამოჭრა, დისტოპია, რეტენცია, ნახევრად რეტენცია).
  • ყბების ოდონტოგენური და არაოდონტოგენური კისტები.
  • პირის ღრუს რბილი და მაგარი ქსოვილების ტრავმული დაზიანებები.
  • პაროდონტის დაავადებების მძიმე და შორსწასული ფორმები.
  • პირის ღრუს ქირურგიული მომზადება პროტეზირებისათვის.
  • პირის ღრუს კეთილთვისებიანი სიმსივნეები და სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნები.
  • მცირე სანერწყვე ჯირკვლების კისტები და კეთილთვისებიანი სიმსივნეები.

დეპარტამენტში ტარდება ყველა სირთულის ოპერაციები ყბა-სახის არეში, კერძოდ:

  • ყბა-სახის მიდამოს ჩირქოვან-ანთებითი პროცესების გახსნა, დრენირება და მკურნლობა, ჰაიმოროტომია;
  • სახის რბილი ქსოვილების ჭრილობების დამუშავება, განვითარებული ქსოვილოვანი დეფიციტების პლასტიკის ჩათვლით.სახის ძვლების მონატეხი ფრაგმენტების რეპოზიცია და ფიქსაცია ორთოპედიული და ქირურგიული მეთოდებით.
  • კეთილთვისებიანი სიმსივნეების ამოკვეთა.ცისტექტომია, ცისტოტომია, ხვრელარხების ამოკვეთა;
  • საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიების მკურნალობა მედიკამენტოზურად და სახსარშიდა ინექციებით, კუნთებიდან ნაწიბურების ამოკვეთა , ართრიპლასტიკა;
  • სანრწყვე ჯირკვლების ექსტირპაცია, სუბტოტალური რეზექცია;
  • სანერწყვე ჯირკვლების სადინრებიდან კენჭების ამოღება, ფისტულების პლასტიკა;
  • სამწვერა ნერვის ნევრალგიის კონსერვატიული მკურნალობა;
  • სახის რბილი ქსოვილების აღდგენა ადგილობრივი ქსოვილებით ფეხიანი ნაფლეთით, ძვალპლასტიკური ოპერაციები.

დეპარტამენტში ტარდება& ყველა სირთულის ოპერაციები პირის ღრუში, კერძოდ:

  • ფესვის მწვერვალების რეზექცია, ოსტეომიელიტების ქირურგიული მკურნალობა, რეტენციული კბილების ექსტრაქია;
  • ცისტექტომია, ცისტოტომია, ფისტულების ამოკვეთა;
  • გინგივოტომია, გინგივექტომია, პარადონტოპლასტიკა;
  • ვესტიბულოპლასტიკა, ეგზოსტოზების მოცილება, ფრენულექტომია, პლასტიკური ოპერაციები ლაგამზე, კბილების ექსტრაქცია;
  • სიმსივნეების და სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნების ამოკვეთა.
© 2019 - 2024. ყველა საავტორო უფლება დაცულია.