პერინატალური ცენტრი შედეგება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული რამდენიმე რგოლისგან. ეს არის, ორსულთა პათოლოგიის განყოფილება, სამეანო ბლოკი და ნეონატალური ცენტრი.
ჩვენ ვმკურნალობთ კლინიკაში მოსულ ორსულის და ვამზადებთ ჯერ კიდევ მუცლადმყოფ პატარას იმისთვის, რომ დაიბადოს უსაფრთხოდ. ახალშობილი შერჩეული გეგმით და შემუშავებული სამეანო ტაქტიკით გადაგვყავს ახალ ნეონატალურ ცენტრში. ეს არის უწყვეტი რგოლი, რომელიც ჩვენს კლინიკაში, ერთჭერქვეშ ხორციელდება. ერთ სივრცეშია მოქცეული მძიმე ახალშობილის მკურნალობისათვის საჭირო ყველა რგოლი. არ იკარგება დრო სხვა კლინიკაში პაციენტის რეფერალის ჩატარებისათვის. ყველა მოსალოდნელ მძიმე, გართულებულ მშობიარობას ესწრება ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგთა გუნდი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მყისიერად ახორციელებს მძიმე ახალშობილის აუცილებელ რეანიმაციულ ღონისძიებას. არ იკარგება პირველი „ოქროს“ წუთი, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შემდგომი მკურნალობის ეფექტურობა.ტრანსპორტირება ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებაში, ჩვენების მიხედვით, ხორციელდება სითბური ჯაჭვის წყვეტის გარეშე, რამდენიმე წამში.ფიზიოლოგიური ახალშობილის მართვა სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე პროტოკოლებთან.
იმპლემენტირებულია კანი/კანთან კონტაქტი (საკესირო კვეთის შემთხვევაში მამასთან). დიდი ყურადღება ექცევა დედის ჩართულობას ახალშობილის მოვლის პროცესში. გაწერისას დედა სრულად ფლობს ახალშობილის ბინაზე მოვლის ჩვევებს, ინფორმირებულია ,,საშიშროების ნიშნების” გამოვლენის შენთხვევაში მოქმედების თანმიმდევრობაზე.