ევროკავშირის დაძმობილების პროექტის მონაწილეები სტუმრად ღუდუშაურის კლინიკაში
15.06.2022

ევროკავშირი საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მართვის ჩამოყალიბების მხარდასაჭერ ახალ პროექტს იწყებს.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარებას ინსტიტუციურ დონეზე,საგზაო შემთხვევების მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მეთოდების ხარისხის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტები ღუდუშაურის კლინიკის გენერალურ დირექტორს, აკაკი კახიანს შეხვდნენ. კლინიკაში ვიზიტისას განხილული იყო, თუ რა სახის ავტოსაგზაო შემთხვევის მონაცემები ფიქსირდება ცენტრში, რა მონაცემები გვაქვს ამ კუთხით და როგორ ხდება მათი გაზიარება NCDC-სთან და სხვა უწყებებთან.
© 2019 - 2024. ყველა საავტორო უფლება დაცულია.