ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ნეონატოლოგიურ განყოფილებას უცხოელი პაციენტებიც მრავლად ყოლია. ეს არის წარმატება არა მარტო ნეონატალური განყოფილების, არამედ მთელი ქვეყნის. ნეონატოლოგიის განყოფილებას, აგრეთვე, ხშირად სტუმრობენ უცხოელი ექსპერტებიც და ყოველთვის უმაღლეს შეფასებას აძლევენ.
კასრა და ჯორჯია ინგლისის მოქალაქეები არიან, ისინი 29 კვირის ვადაზე დაიბადნენ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. პროგნოზის გაკეთება დასაწყისში შეუძლებელი იყო, თუმცაჩვენი მედ პერსონალის პროფესიონალიზმის და თანამედროვე აპარატურის დახმარებით კასრა და ჯორჯია ახლა სრულიად ჯანმრთელები არიან და გაეწერნენ ნეონატალური განყოფილებიდან. ამით არ დამთავრებულა მათი ღუდუშაურის კლინიკასთან ურთიერთობა, გადაწყვიტეს კიდევ ჩამოსულიყვნენ საქართველოში ჩვენი კლინიკის ნეონატალური განყოფილების მოსანახულებლად, რომლის ფოტო-ვიდეო მასალასაც ძალიან მალე იხილავთ.
მადლიერების ნიშნად ჩვენმა უცხოელმა სტუმრებმა ნეონატალურ განყოფილებას საჩუქრები გადასცეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, თუ როგორი გაკვირვებულები არიან კლინიკის შესაძლებლობებით, ინფრასტრუქტურით, სამედიცინო აღჭურვილობით და პროფესიონალიზმით.