29.06.2020

ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი და კონსტანტინე ჩაჩავას სახელობის სამედიცინო ცენტრი მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანმა მეან-გინეკოლოგებმა მოინახულეს.
მათ ო. ღუდუშაური სახელობის სამედიცინო ცენტრს მომავლის კლინიკა უწოდეს და მიუხედავად ჩვენი სტუმრების დიდი გამოცდილებისა, კლინიკამ მაინც მოახერხა და გააკვირვა ისინი თავისი:
- შესაძლებლობებით
- ინფრასტრუქტურით
- სამედიცინო აღჭურვილობით
- პროფესიონალიზმით
აგრეთვე, მათი გაოცება გამოიწვია დაბალი გესტაციის ახალშობილთა გადარჩენის სტატისტიკამაც, რომელიც ტოლს არ უდებს წამყვან ევროპულ კლინიკებს.