აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრში აკრედიტირებული პროგრამების მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება შემდეგ სპეციალობებში:
- ორთოპერდია-ტრავმატოლოგია;
- ზოგადი ქირურგია;
- მეანობა-გინეკოლოგია;
- რადიოლოგია;
- ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია;
- ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია;
- ნეონატოლოგია;
დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების/სარეზიდენტო თითოეული პროგრამა ითვალისწინებს რეზიდენტთა სრულფასოვან თეორიულ მომზადებასა და დამოუკიდებული საექიმო საქმიანობისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისებას. სპეციალობით ღრმა კლინიკური გამოცდილების მიღების საშუალებას იძლევა ცენტრის სტაციონარულ და ამბულატორიულ განყოფილებებში ავადმყოფების რაოდენობა და დაავადებების სპექტრი. პედაგოგიური პროცესისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პოტენციალი საკონფერენციო დარბაზი, აუდიტორია, სასწავლო ოთახები, ბიბლიოთეკა, ვიზუალური და დამხმარე სასწავლო მასალები, ხელს უწყობენ რეზიდენტთა თეორიულ სრულფასოფან მომზადებას.
თითოეული სარეზიდენტო პროგრამა აგებულია მოდულების პრინციპზე და გულისხმობს რეზიდენტის მიერ ყველა სავალდებულო მოდულის გავლას, რომლებშიც მოცემულია მზადების მიზანი, ასათვისებელი საკითხებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, მზადების ფორმები, მეთოდები, ხანგრძლივობა და შეფასების კრიტერიუმები.
კვირაში ერთხელ, სასწავლო აუდიტორიაში ტარდება რეზიდენტთა გაერთიანებული სემინარი, რომელზეც წინასწარშედგენილი გრაფიკის მიხედვით რეზიდენტები წარმოადგენენ თავიანთ მოხსენებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. სემინარებს ესწრებიან ადმინისტრაციის წარმომადგენლები: გენერალური დირექტორი გ.ლობჟანიძე; კლინიკური დირექტორი მ.ზუმბაძე; რეზიდენტურის კოორდინატორი ნ. გუმბარიძე; პროგრამის დირექტორები და მოდულის ხელმძღვანელები. წარმოდგენილი მოხსენების ირგვლივ იმართება დისკუსია.
პერიოდულად ცხადდება ვაკანსიები, დაინტერესებულმა პირებმა კადრების განყოფილებაში უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
- ფერადი ფოტო სურათი 3X4;
- დიპლომის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- CV;
- დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო (სარეზიდენტო)გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;