ტრავმა ორთოპედიის განყოფილება

ტრავმა ორთოპედიის განყოფილება
2019-03-09

           ბავშვთა და მოზრდილთა ტრავმა-ორთოპედიულ კაბინეტში ხორციელდება პაციენტთა ამბულატორიული მიღება, გამოკვლევა, მოტეხილობების  რეპოზიცია, თაბაშირით იმობილიზაცია (კორექციები, მკურნალობა); პოსტოპერაციული მკურნალობა; ტერფმრუდობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით (პონსეტის მეთოდი), ხდება ვერტებროლოგიის მიერ პაციენტთა კონსულტირება. საქართველოს წამყვანი ონკოორთოპედის მეშვეობით ხორციელდება ბავშვებში ძვლის პათოლოგიური კერების რეზექცია, ძვლოვანი ქსოვილების გადანერგვა და ა.შ

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სახის მომსახურეობით: 

  • მტევნის ქირურგია: ოპერაციები ძვლებზე და მყესებზე.
  • ტერფის ქირურგია: ოსტეოსინთეზები ტერფის ძვლებზე, ბრტყელტერფიანობაზე, ჰალუხ-ვალგუს-ზე( ე.წ. “ პოდაგრა “) აქილევსის მყესზე,-ართროდეზები.
  • მოზრდილთა ორთოპედია, ყველა ტიპის დეფორმაციების( მათ შორის ტრავმის შემდგომი და თადაყოლილი) ოპერაციული მკურნალობა ბალტიმორის მეთოდით, კიდურების დაგრძელება- ილიზაროვისა და ვაგნერის მეთოდებით.
  • მენჯის ტრავმატოლოგია: მენჯის ძვლების ყველა ტიპის მოტეხილობების ოპერაციული მკურნალობა ოსტეოსინთეზებით.
  • კრიტიკული მედიცინა: ყველა ტიპის ტრავმატოლოგიური ოპერაციები პოლიტრავმებზე;
  • მოზრდილთა და ბავშვთა ძვლის პათოლოგიების( ძვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები) ოპერაციული მკურნალობა.
  • მსხვილ სახსართა ენდოპროტეზირება: მენჯ-ბარძაყის, მუხლის, იდაყვის, მხრის სახსარი.
  • ძვლის და რბილქსოვილოვანი დეფექტების რეკონსტრუქციული ქირურგია მიკროქირურგიული მეთოდების გამოყენებით;
  • ბავშვთა ორთოპედია და ტრავმატოლოგია: კონსერვატიული და ოპერაციული მეთოდები;
  • ტერფის დეფორმაციების მკურნალობა ფონსეტის მეთოდით, ყველა ტიპის დეფორმაციების ოპერაციული მკურნალობა;
  • სარევიზიო  განმეორებითი რეკონსტრუქციული ოპერაციები: ლულოვანი ძვლების დეფექტებზე,პოსტოპერაციული ჩირქოვანი გართულებები- ოსტეომიელიტი,ძვლების და კანის საფარველის დეფექტები, ყალბი სახსარი,შეუხორცებელი მოტეხილობები, ენდოპროტეზირების შემდგომი დაჩირქება
  • ყველა ტიპის ოსტოსინთეზები, სპორტული-მედიცინა, მუხლის სახსარზე ოპერაციები: მენისკებზე, იოგოვან აპარატზე,

სარევიზიო  განმეორებითი რეკონსტრუქციული ოპერაციები: ლულოვანი ძვლების დეფექტებზე,პოსტოპერაციული ჩირქოვანი გართულებები- ოსტეომიელიტი,ძვლების და კანის საფარველის დეფექტები, ყალბი სახსარი,შეუხორცებელი მოტეხილობები, ენდოპროტეზირების შემდგომი დაჩირქება

 

ტრავმირებული მხრის ფუნქციონალის აღდგენის კონკრეტული შემთხვევა

 

           აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრმა პირველმა გამოიყენა პლასტიკური ოპერაციებისათვის კორუნდული კერამიკა, დანერგა კლინიკაში ოპერაციული მკურნალობის ორიგინალური მეთოდები — შეუხორცებელი ინფიცირებული მოტეხილობის, აგრეთვე ყალბი სახსრებისა და გრძელი ლულოვანი ძვლების დეფექტების მკურნალობა, მენჯ-ბარძაყისა და იდაყვის სახსრების ჩანაცვლება კონსერვირებული ჰომოტრანსპლანტატებით და სხვა.

არაკეროვანი კომპრესულ-დისტრაქციული მეთოდის შექმნისა და დანერგვისათვის მიენიჭა ლენინური პრემია. ღუდუშაურის კომპრესიულ-დისტრაქციული აპარატი წარმოადგენს მოტეხილობების დროს ძვლოვანის ნატეხების რეპოზიციისა და ფიქსაციისათვის, ასევე კიდურების დაგრძელებისათვის საჭირო ორთოპედიულ აპარატს.

 

ამ მეთოდის გამოყენებით ოპერაცია ჩაუტარდა პაციენტს, რომელმაც ტრავმა ავარიის შედეგად მიიღო. პაციენტს პირველადი დახმარება რეგიონში ჩაუტარდა, ხოლო 7 თვის შემდეგ პაციენტმა მომართა ო. ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრს ჩივილებით ტკივილზე და აქტიური მოძრაობის მოშლაზე მარჯვენა მხრის სახსარში.

 

 

 

 დაიგეგმა :

1)  მარჯვენა მხრის (ჰუმერო-სკაპულარული) სახსრის პირველადი ცალმხრივი ჩანაცვლება პოტეზით.                            

2) მარჯვენა იღლიის და მკერდის წინა ზედაპირის კანის და კუნთის როტაციული გადანერგვა სისხლძაღვოვან ფეხზე.

 

 

 

 

ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო ეტაპზე პაციენტს აღარ აღენიშნება ტკივილები და დაუბრუნდა აქტიური მოძრაობის უნარი.

პასიური განზიდვა :  60°  წინა და შუა იღლიის ხაზზე არსებული პოსტოპერაციული ნაწიბურის მაქსიმალური გადაჭიმვით

 

 

           ოპერაციის დასრულების შემდგომი სარენტგენო სურათი.

 

©2019: ყველა საავტორო უფლება დაცულია