სისხლის ბანკი

სისხლის ბანკი
2019-03-20

სიცოცხლეწვეთისისხლიდანიწყება

                                                                                         

დონორის დახმარება ადამიანს  ნებისმიერ დროს შეიძლება დაჭირდეს.

სანამ თქვენ ამ ტექსტს კითხულობთ, შესაძლოა,  ადამიანის   სიცოცხლის გადასარჩენად სწორედ თქვენი  ჯგუფის სისხლია საჭირო, თქვენ მიერ   გაცემულმა  სისხლმა კი  შესაძლებელია  სამი ადამიანის   სიცოცხლე იხსნას!

 

სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან60 წლამდე  თუ:

 

  •  თქვენი წონა – 50-კგ და მეტია;
  •  არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C,
  •  სიფილისი, ტუბერკულოზი;
  •  არ ხართ ინფიცირებული აივ ინფექციით;
  •  არ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;
  •  არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი.

 

  ბოლო ერთი წლის განმავლობაში:

 

  •  არ გქონიათ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია;
  •  არ გაგიკეთებიათ ტატუ;
  •  არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;
  •  ქალებს ბოლო 6 თვის მანძილზე არ ჰქონიათ ორსულობა.

 

დონაციის დღეს, დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი – არ უნდა ჰქონდეს სიცხე, სურდო  ან სხვა გრიპოზული მოვლენები.

 

სისხლის ბანკში საქმიანობენ მაღალკვალიფიციური და დიდი პრაქტიკული გამოცდილების ექიმი-ტრანსფუზიოლოგები და მედდები,რომელთა დაუღალავი შრომის შედეგად მრავალი ადამიანის,მათ შორის საზოგადოების ყველაზე სათუთი და მნიშვნელოვანი ფენის-ახალშობილების სიცოცხლე იხსნეს.

სისხლის ბანკი მუშაობს ყოველ დღე, 24 საათიან  რეჟიმში.

©2019: ყველა საავტორო უფლება დაცულია