ყბა-სახის ქირურგია

 

928YASAXE.png

ღუდუშაურის კლინიკაში ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტი 2008 წლიდან ფუნქციონირებს.

დეპარტამენტში ხორციელდება:

• ყბა-სახის ქირურგიული პათოლოგიით დაავადებულ ავადმყოფთა კომპლექსური სტაციონარული და ამბულატორიული გამოკვლევები;

• გეგმიური ყბა-სახის ქირურგიული ოპერაციები სტაციონარულ რეჟიმში;

• ურგენტული ყბა-სახის ქირურგიული ოპერაციები სტაციონარულ რეჟიმში;

• გეგმიური და ურგენტული ყბა-სახის ქირურგიული ოპერაციები ამბულატორიულ რეჟიმში.

 დეპარტამენტში მიმდინარეობს შემდეგი დაავადებების მკურნალობა:

  • ყბა-სახის ქირურგიული პათოლოგია
  •  ყბა-სახის მიდამოს ანთებითი დაავადებები ( ოდონტოგენური, არაოდონტოგენური, სპეციფიური ეტიოლოგიის, სახის ძვლების ოსტეომიელიტები, აბსცესები, ფლეგმონები, ჰაიმორიტები, ლიმფადენიტები,
  • ფურუნკული, კარბუნკული, სახის ვენების ფლებიტი).
  •  ყბა-სახის მიდამოს რბილი და მაგარი ქსოვილების ტრავმული დაზიანებები.
  •  ყბა-სახის მიდამოს რბილი და მაგარი ქსოვილების კეეთილთვისებიანი სიმსივნეები და სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნები.
  •  ყბა-სახის მიდამოს შეძენილი და თანდაყოლილი კისტები და ხვრელარხები.
  •  საფეთქელ - ქვედა ყბის სახსრის დაავადებები (ართრიტი, ართროზი, მტკივნეული დისფუნქციის სინდრომი, ამოვარდნილობა, ტრიზმი, კონტრაქტურა, ანკილოზი).
  •  სანერწყვე ჯირკვლების დაავადებები (ანთებები, კენჭოვანი დაავადებები, დისტროფიული ხასიათის დაავადებები, ტრავმის შემდგომი და თანდაყოლილი ფისტულები, კეთილთვისებიანი სიმსივნეები).
  •  ყბა-სახის მიდამოს ნერვების დაავადებები და დაზიანებები (სამწვრა ნერვის ნევრალგია, ნევრიტი, სახის ნერვის ნევრიტი).
  •  ყბა-სახის მიდამოს რბილი და მაგარი ქსოვილების აღდგენითი ქირურგია (შეძენილი და თანდაყოლილი დეფექტები და დეფორმაციები).

პირის ღრუს ქირურგიული პათოლოგია:

  • პერიოდონტიტი.
  • კბილის ამოჭრის პათოლოგია (გაძნელებული ამოჭრა, დისტოპია, რეტენცია, ნახევრად რეტენცია).
  • ყბების ოდონტოგენური და არაოდონტოგენური კისტები.
  • პირის ღრუს რბილი და მაგარი ქსოვილების ტრავმული დაზიანებები.
  • პაროდონტის დაავადებების მძიმე და შორსწასული ფორმები.
  • პირის ღრუს ქირურგიული მომზადება პროტეზირებისათვის.
  • პირის ღრუს კეთილთვისებიანი სიმსივნეები და სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნები.
  • მცირე სანერწყვე ჯირკვლების კისტები და კეთილთვისებიანი სიმსივნეები.


დეპარტამენტში ტარდება ყველა სირთულის ოპერაციები ყბა-სახის არეში, კერძოდ:

• ყბა-სახის მიდამოს ჩირქოვან-ანთებითი პროცესების გახსნა, დრენირება და მკურნლობა, ჰაიმოროტომია;

• სახის რბილი ქსოვილების ჭრილობების დამუშავება, განვითარებული ქსოვილოვანი დეფიციტების პლასტიკის ჩათვლით.სახის ძვლების მონატეხი ფრაგმენტების რეპოზიცია და ფიქსაცია ორთოპედიული და ქირურგიული მეთოდებით.

• კეთილთვისებიანი სიმსივნეების ამოკვეთა.ცისტექტომია, ცისტოტომია, ხვრელარხების ამოკვეთა;

• საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიების მკურნალობა მედიკამენტოზურად და სახსარშიდა ინექციებით, კუნთებიდან ნაწიბურების ამოკვეთა , ართრიპლასტიკა;

• სანრწყვე ჯირკვლების ექსტირპაცია, სუბტოტალური რეზექცია;

• სანერწყვე ჯირკვლების სადინრებიდან კენჭების ამოღება, ფისტულების პლასტიკა;

• სამწვერა ნერვის ნევრალგიის კონსერვატიული მკურნალობა;

• სახის რბილი ქსოვილების აღდგენა ადგილობრივი ქსოვილებით ფეხიანი ნაფლეთით, ძვალპლასტიკური ოპერაციები.


        დეპარტამენტში ტარდება ყველა სირთულის ოპერაციები პირის ღრუში, კერძოდ:

• ფესვის მწვერვალების რეზექცია, ოსტეომიელიტების ქირურგიული მკურნალობა, რეტენციული კბილების ექსტრაქია;

• ცისტექტომია, ცისტოტომია, ფისტულების ამოკვეთა;

• გინგივოტომია, გინგივექტომია, პარადონტოპლასტიკა;

• ვესტიბულოპლასტიკა, ეგზოსტოზების მოცილება, ფრენულექტომია, პლასტიკური ოპერაციები ლაგამზე, კბილების ექსტრაქცია;

• სიმსივნეების და სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნების ამოკვეთა.


.