კლინიკის შესახებ

 

994816832080_1281535011915079_2951320743379994717_n.png

აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეოვნული სამედიცინო ცენტრი 2003 წლის მაისიდან ფუნქციონირებს. დროის მცირე მონაკვეთში ცენტრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში სანდო და ავტორიტეტულ სამედიცინო დაწესებულებად იქცა, ატარებს დარგის ფლაგმანის სტატუსს და ურყევად ინარჩუნებს მომხმარებელში დამკვიდრებულ ნდობას.

ამ ეტაპზე, ღუდუშაურის კლინიკა გახლავთ  მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება მაღალი ხარისხის ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისებით;  სათანადოდ გამართული გადაუდებელი მიმღებითა და განვითარებული ჰოსპიტალური სექტორით.

ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრი, მისაღები ფასები და სტაბილურად მაღალი ხარისხი!

ჩვენთან მუშაობენ ახალგაზრდა, მოტივირებული, ნიჭიერი სპეციალისტებიგანყოფილების მაღალკვალიფიციური უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც ზრუნავენ მათ განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე.

კლინიკა თავის პაციენტებს სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას და თითოეული მათგანისადმი ინდივიდუალურ მიდგომას სთავაზობს. ცენტრი გაშლილია 260 საწოლზე და შეუძლია დღეში 1000-ზე მეტი ამბულატორიული პაციენტის მიღება.

ცენტრში დანერგილია სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის სისტემა,  რომელიც უზრუნველყოფს პაციენტთან  მუდმივ უკუკავშირს და მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.